ჩვენ შესახებ
დაგვისვით კითხვა

ვებ გვერდი www.oneloan.ge შეიქმნა 2013 წელს ლიბერთი ბანკის მიერ და მიზნად ისახავს ლიბერთი ბანკის საკრედიტო პროდუქტებისთვის გაერთიანებული პლატფორმის შექმნას. ამგვარად, ლიბერთი ბანკის ყველა სასესხო პროდუქტი გახდა უფრო ხელმისაწვდომი და მობილური ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის და საშუალება მისცა მათ, სახლიდან გაუსვლელად შეავსონ და მიიღონ პასუხი ნებისმიერი ტიპის სასესხო განაცხადზე და მოთხოვნილ პროდუქტზე.

ვებ გვერდზე ფიზიკურ პირს, განურჩევლად იმისა არის თუ არა ლიბერთი ბანკის მომხმარებელი, საშუალება აქვს აიღოს სამომხმარებლო სესხი, ისარგებლოს იპო და ავტო ლომბარდით, ასევე, 1 წუთში აიღოს სწრაფი 300 ლარიანი სესხი ან პირადი ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით გადაამოწმოს შეუძლია თუ არა სწრაფი სესხით სარგებლობა.

სესხის განაცხადის გაკეთება ძალიან მარტივია. ამისათვის საჭიროა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სესხის ტიპი და მიუთითოთ თანხა და ვადა რის შემდეგადაც კალკულატორი დაგითვლით ყოველთვიურ შესატანს.

განაცხადის შევსებიდან მინიმუმ ½ საათის და მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ლიბერთი ბანკის თანამშრომლები და შეგატყობინებენ პასუხს . სესხის დამტკიცების შემთხვევაში კი შეგითანხმდებიან ადგილსა და დროზე, სადაც შეძლებთ ხელი მოაწეროთ სესხის ხელშეკრულებას და მიიღოთ თანხა.